ICC: მოვახდინეთ რესურსების მობილიზება, რათა შევამსუბუქოთ სანქციების ზარალი

ICC: მოვახდინეთ რესურსების მობილიზება, რათა შევამსუბუქოთ სანქციების ზარალი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას, სანქციები დააკისროს საქართველოს, საქართველოსთან ფრენების გაუქმებისა და ქართული ღვინის კომპანიების ღვინის იმპორტის შეჩერებით რუსეთში.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, იმისდა მიუხედავად, რომ ზემოთ აღნიშნულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე ექნება შეზღუდული გავლენა, ის მაინც მიაყენებს ზარალს ბიზნესებს, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ექსკლუზიურად რუს ტურისტებსა და რუსულ ბაზარზე.

“ICC-Georgia-მ მოახდინა რესურსების მობილიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა შევამსუბუქოთ მოცემული სანქციების ზარალი ქართულ ბიზნესებზე. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს და დაეხმარება საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციას, რათა ვუზრუნველყოთ სწრაფი რეაგირება და გავუწიოთ ზედამხედველობა მიმდინარე პროცესებს, ამასთანავე დავეხმაროთ ქართულ ღვინის მწარმოებლებს, იპოვონ ახალი ბაზრები ღვინის გასატანად, რისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს 130 ქვეყანაში.

ICC-Georgia გამოთქვამს წუხილს 20 ივნისს მომხდართან დაკავშირებით, ღამე, როდესაც 220-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ICC-Georgia მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი აქციები ეს არის ჯანსაღი დემოკრატიის გამოხატულება, თუმცა ამის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ პროტესტების გაგრძელება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბიზნესებს და ეკონომიკას და დააზარალებს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს. ICC-Georgia მოვუწოდებთ მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას რომ დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, რათა ქართველი ხალხის მოთხოვნებს გაეცეთ პასუხი. ქუჩებში აქციების გაგრძელებამ შეიძლება რუსეთის სანქციებზე უფრო მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ჩვენი ეკონომიკა.

საერთაშორისო სავჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია,რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. გლობალურ დონეზე საერთაშორისო სავაჭრო პალატა გადის კონსულტაციებს ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან როგორიცა G8, G20, World Bank, WTO, WCO and United Nations. ICC Georgia არის ყველაზე დიდი და ვოკალური ბიზნეს ორგანიზაცია საქართველოში.იგი მოიცავს 300-ზ მეტ კორპორატიულ წევრებს და 28 ბიზნეს ასოციაციას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *