ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, ჯენეტ იელენის აზრით, საპენსიო დანაზოგების კრიპტოაქტივებში შენახვა ძალიან სარისკოა.
„ეს არ არის ის, რასაც პენსიაზე გამსვლელ ადამიანთა უმრავლესობას ვურჩევდი, – აღნიშნა იელენმა The New York Times-ის ღონისძიებაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. – ჩემთვის, ეს ძალზე სარისკო ინვესტიციაა“.
პარალელურად, ჯენეტ იელენმა კონგრესს პოტენციური საფრთხის აღმოფხვრისაკენ მოუწოდა: მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაარეგულიროს, თუ რომელი აქტივები იქნება შესული 401(k)-გეგმის მსგავს საგადასახადო წახალისების მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებში. „არ ვამბობ, რომ ამის რეკომენდაციას გავცემ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ლოგიკური იქნებოდა“, – განაცხადა იელენმა.