ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, ამ შემთხვევაში 4.9%-იანი ზრდა აღინიშნა. ცნობისთვის, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 63.8%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ფასები 0.9%-ით გაიზარდა, ისევე როგორც კერძო სახლების სეგმენტში. 2025 წლის II კვარტალთან შედარებით კი ბინების შემთხვევაში 4.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – 5.5%-იანი.
2026 წლის II კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

ცნობისთვის, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.










