ილია თოფურიამ UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო.
ილიამ ვოლკანოვსკი, რომელსაც ქამარი ხუთჯერ ჰქონდა დაცული, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ქამრისთვის პირველად იბრძოლა.
ამ მოგებით თოფურიას 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვება დაუგროვდა. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, მას გამარჯვება 26-ჯერ აქვს მოპოვებული და ამ ბრძოლის ჩათვლით მარცხი ოთხჯერ იწვნია.