ინვესტორები “V-ფორმის” ეკონომიკურ აღდგენას არ ელოდებიან

ინვესტორები “V-ფორმის” ეკონომიკურ აღდგენას არ ელოდებიან

ინვესტიციების მართვის პროფესიონალები ე.წ V-ფორმის გლობალური ეკონომიკის სწრაფად აღდგენის იდეას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოსალოდნელია რამდენიმეწლიანი სტაგნაცია და აქტივების ფასების არევა, ვინაიდან საფონდო ბირჟები ეკონომიკურ აქტივობასთან თანდათანობით აღარ არიან დაკავშირებული. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

საინვესტიციო მართვის პროფესიონალთა გლობალურმა ასოციაცია CFA-მ აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 10%-ს სჯერა, რომ სწრაფი ე.წ V-ფორმის აღდგენა მოხდება. გამოკითხული 13 300 წევრის აბსოლუტური უმრავლესობა ნელ აღდგენას პროგნოზირებს, 44% საშუალო ვადიან აღდგენას, რომელსაც ჰოკეის ჯოხის ფორმის აღდგენად მოიხსენიებენ, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ იქნება U-ფორმის აღდგენა. ასევე, 4% ფიქრობს, რომ გვექნება გრძელვადიანი ეკონომიკური სტაგნაცია.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასოციაცია CFA-ს წევრები შეშფოთებულები არიან აქტივების ფასების არევით. როგორც ანგარიშის ავტორმა ოლივერ ფაინსმა განაცხადა, მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ფისკალურმა და მონეტარულმა დახმარებებმა გაზარდა ლიკვიდობა ბაზრებზე, თუმცა, ასევე გამოიწვია აქტივების ფასების “გაბერვა“.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მთავრობების და ცენტრალური ბანკების მსუბუქი ჩარევა ეკონომიკის და ბაზრების დასახმარებლად აუცილებელი იყო. თუმცა, გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ დახმარება უნდა იყოს მოკლევადიანი, 49% კი მიიჩნევს, რომ არ იქნება ეს საკმარისი და საჭიროა მსგავსი მცდელობების გაგრძელება მთავრობების მხრიდან.

კიდევ ერთი მსგავსი კვლევა ჩაატარა ამერიკულმა ბანკმა State Street-მა, რომელმაც დაახლოებით 250 საპენსიო ფონდი, სადაზღვევო კომპანია, სუვერენული ფონდი და სხვა სახის ფონდები გამოიკითხა. მათ ნახევარს მიაჩნია რომ V-ფორმის აღდგენა არ არის მოსალოდნელი. 54% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური აქტივობა საწყის ნიშნულს არ დაუბრუნდება 2021 წლის ბოლომდე, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ კრიზისი 2022 წლამდე გაგრძელდება.

ამის გარდა, გამოკითხულთა 44%-მა მიიჩნია, რომ მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან ჩარევები ეკონომიკის უფრო სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *