ივნისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 259 მილიონი ლარით გაიზარდა

ივნისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 259 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 259 მლნ ლარით გაიზარდა და 15.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ივნისში გაიზარდა როგორც საგარეო სახელმწიფო ვალი, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 110 მლნ დოლარით, ხოლო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 169 მლნ ლარით გაიზარდა. ივნისში საშინაო სახელმწიფო ვალი 90 მლნ ლარით გაიზარდა.

30 ივნისის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 11 689 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 457 მლნ ლარია.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.