ჯეფ ბეზოსი თავის პირველ სკოლამდელ დაწესებულებას ხსნის, რომელსაც Bezos Academy-ი ერქმევა.
Amazon-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ინიციატივის დეტალებზე სამშაბათის Instagram-ის პოსტში დაწერა: “ზემოხსენებული სკოლამდელი დაწესებულება პირველი იქნება სასწავლო საფასურისგან თავისუფალ სკოლათა შორის, რომელთა მიზანიც უქონელი მოქალაქეების დახმარება იქნება. პროექტს ბეზოსის საქველმოქმედო ფონდი Day One Fund უხელმძღვანელებს”.
ახალი სკოლა, რომელიც 3-დან 5-წლამდე ბავშვებს მოემსახურება, ვაშინგტონის შტატი მდებარეობს. მისი გახსნა 17 ოქტომბერს იგეგმება.
ბეზოსის ფონდის ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებათა ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესი ფართო მონაცემებს ითვალისწინებს, მათ შორის – შემოსავლის ოდენობას, უფასო და ფასდაკლებული საკვების პროგრამებში მონაწილეობასა და ბავშვთა ლიცენზირებულ მომვლელებთან წვდომას.
ბეზოსის სკოლამდელი დაწესებულება მთელი წელი იმუშავებს, 5 დღე კვირაში, სადაც “ბავშვს მომხმარებელივით მოემსახურებიან”.
ცნობისთვის, ბეზოსმა განათლების სფეროში ჩართულობის სურვილი 2018 წელს, Bezos Day One Fund-ის წამოწყებით, გამოხატა – ახლა უკვე ყოფილ მეუღლე, მაკენზი სკოტთან ერთად. $2 მილიარდიანი ფონდი არსებული არაკომერციული ორგანიზაციების – რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებოდნენ და დაბალშემოსავლიან სამეზობლოებში სკოლების ქსელის არსებობას უზრუნველყოფდნენ – დასაფინანსებლად შეიქმნა.
ფონდს ორი განშტოება აქვს – Day 1 Academics ფონდი, რომელიც განათლებაზეა კონცენტრირებული და Day 1 Families-ი, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება. აგრეთვე, ყოველწლიურად ჯილდოვდებიან ორგანიზაციები რომლებიც “ახალგაზრდა ოჯახებს თავშესაფარითა და საკვებით ეხმარებიან.“
დაახლოებით $200 მილიარდად შეფასებული ქონებით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახლავთ.