მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირად ღირებული სახლი შეიძინა. Amazon-ის ხელმძღვანელმა ლოს-ანჯელესში, კერძოდ, კი ბევერლი-ჰილზში მდებარე უზარმაზარი მდიდრული სახლი ჰილივუდელი პროდიუსერისა და ბიზნესმაგნატ, დევიდ გეფენისგან $165 მლნ-ად იყიდა. გარიგება რეკორდულია ლოს-ანჯელესში. წინა რეკორდი გასულ წელს იყო, როდესაც მედიამაგნატმა ლაკლან მერდოკმა $150 მლნ გადაიხადა მამულში, რომელიც Chartwell-ის სახელითაა ცნობილი.
ინფორმაცია ამის შესახებ The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მამული დაახლოებით 36 000 კვ. მ-ის ფართობზეა გადაჭიმული, და იგი ცნობილია როგორც „უორნერის მამული“, ვინაიდან მისი თავდაპირველი მფლობელი Warner Bros-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეკ უორნერი იყო. ჰოლივუდელმა გეფენმა კი იგი 1990 წელს $47,5 მლნ-ად შეიძინა.
„უორნერის მამული“ მოიცავს 1200 კვ.მ-ის ფართობის მთავარ საცხოვრებელ შენობას, ასევე სტუმრების სახლს, სადაც ერთ დროს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავები, მათ შორის მერლინ მონროც ცხოვრობდა. მდიდრულ ვილას აქვს აუზი, ტენისის კორტი და გასართობი ოთახი, სადაც ფილმების ჩვენებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის ქონება $131 მლრდ დოლარს შეადგენს და იგი ყველაზე მდიდართა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
წყარო: nypost