ჯეფ ბეზოსმა ნიუ-იორკში $16 მილიონიანი ბინა იყიდა

ჯეფ ბეზოსმა ნიუ-იორკში $16 მილიონიანი ბინა იყიდა

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ნიუ-იორკში $16 მილიონიანი ბინა იყიდა. ამის შესახებ CNN წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ახალი ბინა მის მიერ ადრე ნაყიდი აპარტამენტების შენობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეზოსს ერთ კორპუსში $100 მილიონის ღირებულების საცხოვრებელი ფართი გააჩნია.

ახალი ბინა 279 კვ.მ-ის ფართობისაა. მას სამი საძინებელი ოთახი და სამი აბაზანა აქვს. ბინა მეხუთე ავენიუზე მდებარეობს და ის მედისონ სქუერ პარკს გადაჰყურებს. 

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ბინის ყიდვის შესახებ ხელშეკრულება 25 თებერვალს გაფორმდა, ყიდვის პროცესი კი 7 აპრილს დასრულდა.

ახალი შენაძენის შესახებ ბეზოსის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის თვის დასაწყისის მონაცემებით, მისი ქონება $113 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *