კალიფორნიაში, ქალაქ ფრიმონტში მდებარე Tesla-ს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ამერიკული მედია წერს, ცეცხლი ქარხნის იმ ნაწილში წარმოიქმნა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლიკვიდაციაც უკვე მოხერხდა.
როგორც სახანძრო სამსახური იტყობინება, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ალუმინისა და ჰიდრავლიკური სითხის ერთმანეთთან კონტაქტი გახდა.
ცნობისთვის, სედანი Model 3, „კროსოვერი“ Model Y და ელექტრომობილები Model S და X სწორედ ფრიმონტის ქარხანაში იწარმოება. თუმცა ქარხანა ავტონაწილების დეფიციტს გამო რამდენიმე დღით დაკეტილია.