კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგომას გეგმავს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგომას გეგმავს

დასავლური მედიის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგომას გეგმავს. Globe and Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრუდო კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად 8 იანვრამდე განაცხადებს.

ცნობისთვის, ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის 4 ნოემბრიდან იკავებს, ლიბერალური პარტიის ლიდერი კი 2013 წლის 14 აპრილიდანაა.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ჩანიშნულ არჩევნებში ლიბერალებს ოპოზიციურ კონსერვატორებთან ნაკლები შანსი აქვთ. როგორც დასავლურ მედიაში იწერება, ტრუდომ გადადგომა სწორედ დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის, ამასთან შიდაპარტიული ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა.

ჯერჯერობით უცნობია, ჯასტინ ტრუდო თანამდებობას დაუყოვნებლივ დატოვებს, თუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიბერალების ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება.