ხაჭაპური და ჩურჩხელა საუკეთესო "ქუჩის საკვებს" შორის სახელდება

ხაჭაპური და ჩურჩხელა საუკეთესო "ქუჩის საკვებს" შორის სახელდება

ხაჭაპური და ჩურჩხელა ე.წ. ქუჩის საკვების რჩეულებს შორისაა. ამერიკულმა Forbes-მა ქუჩის საუკეთესო კერძების სია ამერიკული რესტორნების მფლობელს როუზ პრევიტს შეადგენინა. მისი რესტორნები ვაშინგტონში – Compass Rose და Maydan წლებია საკუთარ მენიუში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების რეცეპტეპს იყენებს.

30 ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, როუზი ქუჩის საუკეთესო საკვებს ასახელებს და მათ შორისაა მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელაც.

“როდესაც თბილისში პირველად ჩავედი ნოემბერი იყო და საკამოდ ციოდა. თბილისში ბევრგან შეგიძლიათ ხაჭაპურის დაგემოვნება, მათ შორის ქუჩის საცხობებშიც. პირველად თბილისი სწორედ ხაჭაპურით ხელში მოვიარე”, – წერს როუზი.

რაც შეეხება ჩურჩხელას, მან ის საქართველოში მოგზაურობისას დააგემოვნა.

“საქართველოს რეგიონებში მგზავრობისას გზად აუცილებალდ შეხვედებით ჩურჩხელას. მას გზატკეცილებზე უმეტესად მოხუცი ქალბატონები ყიდიან. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ჩურჩხელა სეზონურია, პირველად ის ნოემბერში დავაგემოვნე, თუმცა როდესაც ზაფხულში დავბრუნდი საქართველოში კიტრისა და პომიდვრის მეტი ვერაფერი ვნახე”, – ვკითხულობთ სტატიაში. სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.