ხუთი ქართული ღვინო, რომლებმაც  Sommeliers Choice Awards 2021-ზე გამარჯვება მოიპოვა

ხუთი ქართული ღვინო, რომლებმაც  Sommeliers Choice Awards 2021-ზე გამარჯვება მოიპოვა

ხუთმა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, Sommeliers Choice Awards 2021-ზე წარმატება „ასკანელის“ ოთხ ღვინოს ხვდა წილად:

  • საფერავი – 90 ქულა – ოქროს მედალი
  • მუკუზანი – 87 ქულა – ვერცხლის მედალი
  • მუზა – 87 ქულა – ვერცხლის მედალი
  • ტენტურიე – 81 ქულა – ვერცხლის მედალი

ასევე Bimbili – Itsis Marani-ს ალექსანდრეულმა 86 ქულა და, შესაბამისად, ვერცხლის მედალი მიიღო.

Sommeliers Choice Awards-ი ყოველწლიურად გამორჩეულ ღვინოებს პრესტიჟული სომელიეებისგან შემდგარი ჟიურისგან გადაეცემა.

Sommeliers Choice Awards-ზე საკუთარი ღვინის წარდგენა ნებისმიერ მწარმოებელს წინასწარი რეგისტრაციის შედეგად შეუძლია, რის შემდეგაც იმართება კონკურსი და თითოეულ ღვინოს შესაბამისი ქულა ენიჭება. ქულები კი მედლის ხარისხს (ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) განსაზღვრავს.