კიბერდანაშაულთან საბრძოლველად გამართული 30 ქვეყნის შეხვედრაზე რუსეთი მიწვეული არ იყო

კიბერდანაშაულთან საბრძოლველად გამართული 30 ქვეყნის შეხვედრაზე რუსეთი მიწვეული არ იყო

ამერიკის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, რომელიც  გამოძალვის მზარდი საფრთხისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა, რუსეთი მიწვეული არ იყო –  განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, გამომძალველთა ბანდები  უმეტესწილად სწორედ უკრაინიდან და რუსეთიდან მოქმედებენ. ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი და ანალიტიკოსი აცხადებს, რომ გამომძალველთა რუსული ბანდები კრემლის ფარული ნებართვით მოქმედებენ, მაგრამ ისინი უშუალოდ მთავრობის მიერ არ კონტროლდებიან.

შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაიმართება და ექვს სესიას მოიცავს.  შეერთებულ შტატებთან ერთად დისკუსიებს კიდევ ოთხი ქვეყნის:  ინდოეთის, ავსტრალიის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები გამართავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა ვირტუალური ვალუტის ბოროტად გამოყენება გამოსასყიდის გადახდისას; დამნაშავეების დევნა; დიპლომატიის გამოყენება გამოსასყიდის მოთხოვნის დროს და სხვა. სხდომებს უერთდებიან კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ბრაზილია, მექსიკა, იაპონია, უკრაინა, ირლანდია, ისრაელი, სამხრეთი აფრიკა და ევროკავშირი.

„ჩვენ რუსებთან აქტიური დისკუსიები გვაქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ ფორუმზე ისინი მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არ არიან“, –  აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

შეერთებული შტატები უშუალოდ ეწვევა რუსეთს გამოძალვის პროგრამის საკითხზე აშშ–კრემლის ექსპერტთა ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც თეთრი სახლი ხელმძღვანელობს და პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის მიერ შეიქმნა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიბერუსაფრთხოებაზე რეაგირება ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დონეზე ამ წლის თავდასხმების შემდეგ მოახდინა. ჰაკერებმა  შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში საწვავის მიწოდების შეფერხება შეძლეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მათი ახალი არაფორმალური ჯგუფი, რომელსაც ისინი Counter-Ransomware-ის სახელით მოიხსენიებენ, გააძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მოიცავს პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთთან, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან და G7-ის ქვეყნებთან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *