კომპანიები, რომლებიც იარაღის გაყიდვით მილიარდებს გამოიმუშავებენ

კომპანიები, რომლებიც იარაღის გაყიდვით მილიარდებს გამოიმუშავებენ

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის (SIPRI ) მონაცემებით, საბრძოლო იარაღების გაყიდვით მსოფლიოში ყველაზე მეტ შემოსავალს ამერიკული კომპანია Lockheed Martin იღებს. კერძოდ, კომპანია წლიურად $40,8 მილიარდის შემოსავალს იღებს ამ ბიზნესიდან.  

მეორე ადგილზე კომპანია Boeing-ია. მსოფლიოში თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელი წლიურად $29.5 მილიარდს სწორედ იარაღის რეალიზაციით იღებს, თუმცა ამ საქმიანობით კომპანიის მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 31% გენერირდება. 

მესამე ადგილზე კვლავ ამერიკული კომპანიაა – Raytheon-მა წლიურად საბრძოლო იარაღის რეალიზაციით $22.9 მილიარდი მიიღო. მეოთხე პოზიციას კი ფრანგული კომპანია იკავებს, – Airbus -მა იარაღის რეალიზაციით წლიურად 12.5 მილიარდი დოლარი მიიღო.  

აღსანიშნავია, რომ 20 კომპანიას, შორის, რომლებიც ყველაზე მეტ შემოსავალს იღებენ იარაღის რეალიზაციიდან 13 ამერიკულია და ისინი საბრძოლო აღჭურვილობით ჯამში 178.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებენ. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.