კონკურენცია COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე – ვინ რა ეტაპზეა?

კონკურენცია COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე – ვინ რა ეტაპზეა?

როდის იქნება მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა? ეს მიმდინარე წლის ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა მთელ მსოფლიოში, რომელზეც პასუხი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ვაქცინას მსოფლიოში ელის უკლებლივ ყველა, სახელმწიფოებიდან და მათი მთავრობებიდან დაწყებული, გლობალური კორპორაციებით, ბრენდებით, ფერმერებითა თუ მცირე მეწარმეებით დასრულებული.

ამჟამად, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ადასტურებს ეფექტური ვაქცინის  შემუშავების 23 კანდიდატს, რომლებიც კლინიკური შემოწმების და ტესტირების სხვადასხვა ფაზებს გადიან. ამ პროცესის და კვლევების პროგრესი გვიჩვენებს იმას, თუ როდის და რამდენად ეფექტურ ვაქცინას უნდა ველოდოთ მომავალში.

Forbes-ი გთავაზობთ ვაქცინის ყველა “კანდიდატს”, კომპანიებს, კვლევით ცენტრებს და სამედიცინო დაწესებულებების სრულ ჩამონათვალს, ვინც მუშაობს ვაქცინის ეფექტურ ვერსიაზე და ასევე გადავხედოთ, თუ რა ეტაპზე მათი კვლევების და სამედიცინო ცდების პროგრესი.

ტესტირების  I ფაზა (ეტაპი):

შემოწმების პირველ ეტაპზე ვაქცინების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ამ ეტაპს ამჟამად სულ 18 კანდიდატი გადის. ვაქცინებზე შემდეგი ორგანიზაციები მუშაობენ:

  1. AnGes / Takara Bio / ოსაკას უნივერსიტეტი (იაპონია)
  2. BioNTech / Pfizer (გერმანია)
  3. Bharat Biotech (ინდოეთი)
  4. Cadila Healthcare (ინდოეთი)
  5. Clover Pharmaceuticals / GlaxoSmithKline / Dynavax
  6. CSL / Sequirus / ქუინზლენდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  7. CureVac (გერმანია)
  8. Genexine Consortium (სამხრეთ კორეა)
  9. Gamaleya Research Institute (რუსეთი)
  10. ლონდონის იმპერიული კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
  11. Inovio Pharmaceuticals (აშშ)
  12. Novavax (აშშ)
  13. სამედიცინო ბიოლოგიის ინსტიტუტი/ ჩინეთის სამედიცინო მეცნიერების აკადემია (ჩინეთი)
  14. Medicago / GlaxoSmithKline / Dynavax
  15. Sinopharm / პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი (ჩინეთი)
  16. Sinopharm / ვუჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი (ჩინეთი)
  17. Vaxine Pty Ltd / Medy-Tox
  18. Walvax Biotechnology / ჩინეთის სამხედრო მეცნიერების აკადემია (ჩინეთი)

მათ შორის BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინის კანდიდატმა კარგი შედეგები აჩვენა. ასევე ყურადღება მიიპყრო Novavax-ის ვაქცინის კანდიდატმაც. ამერიკის სამთავრობო პროგრამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის დასაჩქარებლად $1.6 მილიარდიანი დაფინანსებაც გამოუყო ვაქცინის კანდიდატ  NVX-CoV2373-ს, რომელზეც კომპანია Novavax-ი მუშაობს.

ტესტირების II (ფაზა) ეტაპი:

ამ ეტაპზე ორი ჩინური ფარმაცევტული კომპანიის ვაქცინის კანდიდატები არიან. მათ შორისაა

–          Cansino Biologics / პეკინის ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტი

–          Anhui Zhifei Longcom Biopharmaceutical / მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი

ტესტირების III (ფაზა) ეტაპი:

–          AstraZeneca / ოქსფორდის უნივერსიტეტი

–          Moderna

–          Sinovac Biotech

ეს სამი კომპანია ლიდერობს ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შემუშავების პროცესში. მათი პროგრესი სახეზეა, რასაც მესამე ანუ დამაგვირგვინებელი ეტაპის (ფაზა) შემოწმებები და გამოცდები ადასტურებს.

Moderna-ს ვაქცინამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო ბოლო პერიოდში აშშ-ში. ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა შემოწმების წინასწარი შედეგები, სადაც ნაჩვენებია, რომ ვაქცინის კანდიდატმა შეძლო ანტისხეულების განეიტრალება ყველა მონაწილე პაციენტში. ამ ამბავმა Moderna-ს აქციების ფასი რეკორდულად – 300%-ით გაზარდა და ეს გასაკვირი არც ყოფილა.

ჩინურმა კომპანია Sinovac-მა კი ივნისში განაცხადა, რომ მათი ვაქცინის ვერსიამ პაციენტების 90%-ში შეძლო პოზიტიური პროგრესის დაფიქსირება კოვიდ-19-ის წინააღდმეგ.

ბოლო ამბავი ვქცინის შესახებ სიახლეებიდან უკავშირდება ბრიტანულ კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტს, რომელთა ერთობლივი შრომა ეფექტური ვაქცინის შექმნაზე დადებითი შედეგებს და დიდ პროგრესს აჩვენებს. კლინიკური შემოწმებები აპრილსა და მაისში 1 077 მოხალისეზე ჩატარდა, შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინამ ხელი შეუწყო ისეთი უჯრედების წარმოქმნას სისხლში, რაც კორონავირუსს ეფექტურად ებრძვის. ამასთან, ვაქცინამ არ გამოიწვია სერიოზული გვერდითი (დამაზიანებელი) ეფექტები ორგანიზმისთვის, რაც მთავარ საფრთხედ და გამოწვევად რჩება მეცნიერებისთვის ეფექტური ვაქცინის თუ მედიკამენტის შექმნის პროცესში.