კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის – PROPARCO-სგან (Groupe Agence Française de Développement) 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი მოიზიდა. მოზიდული რესურსი მიზნად ისახავს კრედო ბანკის მომხმარებლების მოკლევადიანი საჭიროებების უზრუნველყოფასა და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების კოვიდ-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული ფინანსური საჭიროებების მყისიერ მხარდაჭერას.
“მინდა, მადლობა გადავუხადო PROPARCO-ს ხუთწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის, გამოყოფილი რესურსისთვის, რომელმაც სესხისა და ტექნიკური დახმარების პროგრამების ფარგლებში ჯამში 87 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, ამ უპრეცენდენტო პერიოდში ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების გვერდით დგომისთვის. პანდემიით გამოწვეული ვითარების დროს აღნიშნული დახმარება ითვალისწინებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას“ – განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ.
“წლების განმავლობაში კრედო ბანკმა დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი და დასაყრდენი პარტნიორია საქართველოში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. PROPARCO მოხარულია, რომ ახალი საკრედიტო ხაზის საშუალებით კიდევ უფრო მეტად ამყარებს თანამშრომლობას ორგანიზაციასთან, რომლის ხედვა, მასშტაბურობა და გამოცდილება მას წამყვან პარტნიორად აქცევს მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად“ – აცხადებს PROPARCO-ს ფინანსური ორგანიზაციების სამსახურის ხელმღვანელი გილემ ბარბერუსი (Guillaume Barberousse).
კრედო ბანკის შესახებ
კრედო ბანკი საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აღნიშნულ პირველობას რეგიონის სრული მოცვითა და მომხმარებლების რაოდენობით ბანკი 75 სერვისცენტრით, მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, რომელიც სრულ საკრედიტო და საბანკო მომსახურებას 330 ათას მომხმარებელს უწევს. კრედო ბანკის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-სგან შედგება
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.credobank.ge
PROPARCO-ს შესახებ
PROPARCO წარმოადგენს AFD-ის (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს) კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილებას, რომელიც 40 წელია მოქმედებს ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. PROPARCO ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი ძალისხმევა მიმართულია ინფრასტრუქტურული, განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, ფინანსური ინსტიტუციების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს გაუმჯობესებისკენ. სააგენტოს ქმედებები მიზნად ისახავს კერძო სექტორის თანამონაწილეობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals – SDGs) მისაღწევად, რომლებზეც ფოკუსირდება საერთაშორისო თანამეგობრობა 2015 წლიდან. PROPARCO აფინანსებს კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტისა თუ სერვისების შექმნას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.proparco.fr & @Proparco