კრიპტოვალუტა TERRA/LUNA-ს დამფუძნებელს პატიმრობა ემუქრება

კრიპტოვალუტა TERRA/LUNA-ს დამფუძნებელს პატიმრობა ემუქრება

წელს კრიპტოინდუსტრია უპრეცედენტო მოვლენის წინაშე აღმოჩნდა – $60-მილიარდიანმა სტეიბლკოინმა TerraUSD-მ სრული კოლაფსი განიცა, რასაც მისი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის, Luna-ს გაუფასურებაც მოჰყვა.

მსოფლიოს უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის უკან კომპანია Terraform Labs-ის დამფუძნებელი, სამხრეთკორეელი მეწარმე დო კვონი იდგა, რომელსაც ახლა უკვე პატიმრობა ემუქრება.

საქმე იმაშია, რომ სამხრეთ კორეის სასამართლომ დო კვონი თაღლითობისა და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, ეჭვმიტანილად ცნო და მისი დაკავების ბრძანება გასცა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავების ორდენი Terra/Luna-სთან დაკავშირებულ 6 მოქალაქეზე გაიცა, რომლებიც ამჟამად თავს სინგაპურში აფარებენ.

დო კვონმა აქამდე გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კრიპტოპროექტის კოლაფსი არა თაღლითურ სქემასთან, არამედ Luna-ს სისტემაში არსებულ ფატალურ შეცდომასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჰაკერებმა ბოროტად გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობებით, Terra/Luna-ს კოლაფსამდე რამდენიმე დღით ადრე დო კვონმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა რამდენიმე მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა გაანაღდეს. აღნიშნული საეჭვო ტრანზაქცია კი აჩენს ეჭვს, რომ ტექნიკური პრობლემის შესახებ ინფორმაცია დეველოპერებს კრიპტოვალუტის ჩამოშლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ, თუმცა საჭირო ზომები მაინც არ მიიღეს და ინვესტორები თითქმის 60 მილიარდი აშშ დოლარით დააზარალეს.

ვრცლად Terra/Luna-ს კოლაფსის შესახებ წაიკითხეთ აქ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *