საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როგორც ცნობილია, მას ჯილდოს „მილანთან“ მატჩის წინ გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა სერია A-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ქართველმა ეს წოდება აგვისტოს თვეშიც მიიღო. შესაბამისად, კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ერთ სეზონში უკვე მესამედ დასახელდა და პირველია მოთამაშეა, რომელმაც ეს შეძლო.
მარტის თვეში საუკეთესოს ტიტულს ხვიჩას მისი თანაგუნდელი კიმ მინ-ჯე, ასევე არმან ლორიენტე (სასუოლო), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) და დესტინი უდოჯი (უდინეზე) ეცილებოდნენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე საკლუბო ტურნირებში 30 მატჩში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. მოცემული დროისთვის ქართველის საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.