LinkedIn-ის CEO ჯეფ ვაინერი თანამდებობას ტოვებს

LinkedIn-ის CEO ჯეფ ვაინერი თანამდებობას ტოვებს

LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ვაინერი თანამდებობას 1 ივნისს დატოვებს. ამის შესახებ თავად ვაინერმა LinkedIn-ზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, ამ პოზიციას კომპანიის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი რაიან როსლენსკი დაიკავებს. ვაინერი კი, რომელიც 2008 წლის შემდეგ LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორია, პლატფორმის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება.

გადადგომის გეგმების და ახალი ხელმძღვანელის შესახებ წერილი ვაინერმა თანამშრომლებს უკვე დაუგზავნა.

“ბოლო 11 წელი იყო უდიდესი პროფესიული გამოცდილების წელი ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე, ჩვენი წევრების გარეშე. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხედვის მანიფესტაციას და მსოფლიო სამუშაო ძალის თითოეულ წევრს ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში დახმარებოდით“, – წერს ჯეფ ვაინერი წერილში.

აღსანიშნავია, რომ LinkedIn-ი 2016 წელს Microsoft-მა იყიდა. პლატფორმას 675 მილიონი წევრი ჰყავს.

“მიუხედავად იმისა, რომ წევრთა რაოდენობამ 675 მილიონს მიაღწია, დასაქმებულთა რაოდენობამ 16 000-ს, ხოლო შემოსავლებმა 7.5 მილიარდ დოლარს, ისეთი შეგრძნებაა, რომ LinkedIn-ი ახლა იწყებს მუშაობას“, – განაცხადა ვაინერმა.

წყარო: LinkedIn.