ლიონელ მესიმ Socios.com-თან $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ლიონელ მესიმ Socios.com-თან $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ფრანგულ კლუბ პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ფან-ტოკენის პლატფორმა Socios.com-თან $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მესის ოფიციალურ ვებგვერდზეც დაიწერა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტის ხანგრძლივობა სამ წელს შეადგენს. Socios.com-ის ბრენდის გლობალური ელჩის პირველი კამპანიის სლოგანია – „იყავი მეტი“. როგორც ცნობილია, არგენტინელი ვარსკვლავი საკუთარ გულშემატკივრებში პლატფორმის პოპულარობის გაზრდაზე იზრუნებს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მესი ასევე ჩართული იქნება Socios.com-ის სარეკლამო კამპანიაში FIFA World Cup Qatar 2022-ისთვის. ტურნირი კატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

„მეამაყება, რომ ვუერთდები Socios.com-ის მისიას, რათა ერთად შევქმნათ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული და მოგებიანი მომავალი გულშემატკივართათვის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ლიონელ მესიმ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ფან-ტოკენი კრიპტოვალუტის ტიპია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა სპორტულ გუნდთან ასოცირებულ ციფრულ აქტივებს აერთიანებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *