გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია, ამის მიზეზი კი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და პოზიტიური მოლოდინებია. განცხადება გერმანულ გამოცემებთან Lufthansa-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კარსტენ სპორმა გააკეთა.
მისი თქმით, ის ელოდება, რომ ავიაკომპანიის დატვირთულობა 2019 წლის დონეს მომავალ წელს ნაწილობრივ დაუბრუნდება.
“ის ფაქტი, რომ ადამიანებმა რეისებზე ჯავშნები უკვე გააკეთეს სააღდგომოდ, იმაზე მეტყველებს რომ ისინი დღეს საკმაოდ დარწმუნებულები არიან მოვლენების პოზიტიურად განვითარებაში. ველოდებით, რომ მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ 2019 წლის ნიშნულს საშუალოდ 50%-ით მაინც დავუბრუნდეთ, ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში კი 70%-მდე ველით ამ მაჩვენებელს“, – განაცხადა Lufthansa-ს CEO-მ.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ 2022 წლისთვის უკვე მოგებაზე გავლენ.
ცნობისთვის, Lufthansa-ს სხვა პრობლემებიც აქვს, მისი აღმასრულებლის თქმით, ავიაკოპანია იძულებული იქნება მომავალი წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 1000 პილოტი გაათავისუფლოს, თუ, პროფკავშირებთან ვერ მიაღწევს შეთანხმებას ხელფასების და სამუშაო საათების შემცირების შესახებ.