Maersk ნახშირბადისაგან ნეიტრალურ, მეთანოლზე მომუშავე გემებში 1.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს

Maersk ნახშირბადისაგან ნეიტრალურ, მეთანოლზე მომუშავე გემებში 1.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს

სამშაბათს დანიურმა კომპანია Maerk-მა განაცხადა, რომ ის 8 ახალ დიდ გემს შეუკვეთავს, რომელთაც ნახშირბადისაგან ნეიტრალურ საწვავზე, მეთანოლზე მუშაობა შეეძლებათ.

კონტეინერების გადამზიდი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის განცხადებით, ფირმის ახალ გემებს სამხრეთ კორეული მწარმოებელი Hyundai Heavy Industries ააშენებს და მათი ტევადობა 16,000 კონტეინერი იქნება. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, თითოეული გემის ღირებულება 175 მილიონი აშშ დოლარი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება კი კომპანიას ჯამში 1.4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

Maersk-ის დეკარბონიზაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მორტენ ბო კრისტიანსენის ვიდეო მიმართვის თანახმად, გემებს ზღვაში შეცურვა 2024 წლის დასაწყისიდან შეეძლებათ. ხოლო მას შემდეგ, რაც გემები მწვანე მეთანოლზე დაიწყებენ მუშაობას, კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას შეამცირებს.

Maesrk-მა გემის მახასიათებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გემებს ორგვარი საწვავის ძრავი ექნება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ღირებულებას. Maersk-ისა და სამხრეთ კორეული Hyundai Heavy Industries-ის შეთანხმების მიხედვით, დანიურ კომპანიას 2025 წლამდე დამატებით 4 გემის შეკვეთა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მსოფლიოს უმსხვილესმა კონტეინერების გადამზიდმა კომპანიამ მწვანე მეთანოლზე გადასვლა კომპანიის ახალ პოლიტიკად დაასახელა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უფრო ქმედითი ნაბიჯების შესახებ მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას.

რამდენიმე დღის წინ დანიურმა კომპანიამ ხელი მოაწერა მწვანე მეთანოლის შეთანხმებას წიაღისეული საწვავის შესამცირებლად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *