მაიამის მერი Twitter-ს ფლორიდაში გადასვლისაკენ მოუწოდებს

მაიამის მერი Twitter-ს ფლორიდაში გადასვლისაკენ მოუწოდებს

მაიამის მერი, ფრენსის სუარესი Twitter-ს ფლორიდაში გადასვლისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ მან Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა. „ძალიან გაგვიხარდება, Twitter-ი აქ თუ აღმოჩნდება. ვფიქრობთ, ის, რასაც ილონ მასკი Twitter-თან დაკავშირებით გეგმავს, ქალაქ მაიამის ბრენდს მშვენივრად მიესადაგება“.

სუარესმა აღნიშნა, რომ ილონ მასკთან ამ თემაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია. მან ასევე დასძინა, რომ Microsoft-ი ქალაქში საოფისე ფართს უკვე ეძებს. ისე კი, როგორც ირკვევა, მაიამის ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს Apple-თან და Cisco Systems-თანაც აწარმოებს.

„ვფიქრობ, რომ დიდ მოვლენასთან ძალიან ახლოს ვართ – შეიძლება აქ ჯეფ ბეზოსი ან ილონ მასკი გადმოვიდნენ“, – განაცხადა მაიამის მერმა და ხუმრობით დასძინა, რომ მსოფლიოში არავის აქვს ერთი სურვილი, თვითმფრინავში ჩაჯდეს და ოსტინს ესტუმროს, რადგან ის, მაიამისგან განსხვავებით, საერთაშორისო ქალაქი არ არის. ცხადია, ეს განცხადება Tesla-ს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის შედეგად კომპანიის სათავო ოფისი შტატ ტეხასის დედაქალაქ ოსტინში გადავიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *