მაისში ექსპორტი 20 პროცენტით შემცირდა, იმპორტი - 13 პროცენტით

მაისში ექსპორტი 20 პროცენტით შემცირდა, იმპორტი - 13 პროცენტით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტი 20%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი – 13%-ით. 2014 წლის მაისში 243 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის მაისში 195 მილიონი დოლარის. ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში ექსპორტი 25%-ით (291 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 9%-ით (300 მილიონი დოლარი).

2015 წლის პირველ ხუთ თვეში სავაჭრო ბალანსი 0.4%-ით გაუარესდა და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2150 მილიონი დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 22 ივნისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *