მანქანის ჩიპების დეფიციტის შემდეგ, იგივე პრობლემა შესაძლოა სმარტფონებსაც შეეხოს

მანქანის ჩიპების დეფიციტის შემდეგ, იგივე პრობლემა შესაძლოა სმარტფონებსაც შეეხოს

მსოფლიოში არსებული ნახევარგამტარების დეფიციტი შესაძლოა 2022 წლამდე გაგრძელდეს და ამჯერად სმარტფონების ინდუსტრია დააზარალოს. მსგავსი პრობლემა ავტომობილების სექტორს მთელი წლის განმავლობაში ჰქონდა. ჩიპების დეფიციტმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა წარმოების პროცესზე. თუმცა, სფეროს ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.

ამის თქმის საშუალებას ექსპერტებს ტაივანური კომპანიების ბოლოდროინდელი გააქტიურება აძლევთ. ნახევარგამტარების ტაივანელმა მეწარმეებმა ჩინეთში წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდეს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში წარმოქმნილი დეფიციტით ყველაზე მეტად ჩინეთმა ისარგებლა. ტაივანურმა ნახევარგამტარების მწარმოებლებმა სწორი დაგეგმვითა და ჩინეთის ტერიტორიაზე დიდი ქარხნების აშენებით დიდი მოგება ნახეს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ზემოთ აღნიშნული კომპანიები ჩიპებს მხოლოდ ავტომობილებისათვის აწარმოებენ. შესაბამისად, ამ ინდუსტრიისათვის პრობლემა რამდენიმე კვირაში აღმოიფხვრება. სანაცვლოდ კი პრობლემის წინაშე სმარტფონების სექტორი აღმოჩნდება.

ჩიპებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პანდემიის გამო, სამსახურების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ უკანასკნელმა კი მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა სმარტფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე. მკვლევრების ვარაუდით, ჩიპების ინდუსტრია 2021 წელს 21-დან 25%-მდე უნდა გაიზარდოს.

შესაძლოა, ავტომობილების ინდუსტრიაში ჩიპების დეფიციტის აღმოფხვრა ბოლო დროს ავტომობილებზე შემცირებული მოთხოვნის დამსახურებაც იყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *