მარიხუანას ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ბრიტანეთია

მარიხუანას ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ბრიტანეთია

გაეროს კვლევით, მარიხუანას ლეგალურად წარმოებით და ექსპორტით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ბრიტანეთია (გაერთიანებული სამეფო). კვლევაში უახლესი მონაცემები 2016 წლისთვის არის, რომლის მიხედვით 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ბრიტანეთში მარიხუანას წარმოება გაორმაგდა და ერთი წლის განმავლობაში 95 ტონა მარიხუანას მოსავალი მიიღეს. მსოფლიოში სამედიცინო და მეცნიერული მიზნით გამოყენებული მარიხუანას 45% ბრიტანეთზე მოდის. ბრიტანეთმა 95 ტონა მარიხუანა 117 ჰექტარზე მოიყვანა.

წარმოებასთან ერთად, ბრიტანეთი მარიხუანას ყველაზე დიდი ექსპორტიორიც არის. 2016 წელს 2.1 ტონა მარიხუანა გაიტანეს ექსპორტზე, რაც მსოფლიო ექსპორტის 70%-ია.

მარიხუანას ლეგელურად წარმოებით მეორე ადგილზე კანადაა, სადაც 2016 წელს 81 ტონა მარიხუანა მოიყვანას. მესამე ადგილზე პორტუგალიაა 21 ტონით.

                                           slide4

წყარო: გაეროს კვლევა.