სასტუმროების ქსელი Marriott-ი 5,2 მლნ სტუმარს ელექტრონული ფოსტით პირად მონაცემებში სავარაუდო შეღწევის შესახებ აცნობებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტში ჩართული იყო სავარაუდოდ ფრენჩაიზის აპლიკაცია, რომელიც სტუმრებისთვის სხვადასხვა სერვისებს უზრუნველყოფს.
სასტუმრო ქსელის ცნობით, მათ შენიშნეს, რომ მოულოდნელად დიდი რაოდენობის სტუმრების შესახებ ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი.
როგორც Marriott-ში აცხადებენ, სავარაუდოდ ხელმისწვდომი გახდა შემდეგი ინფორმაცია: სტუმრების საკონტაქტო მონაცემები, ე.წ Loyalty ანგარიშის ინფორმაციები, დამატებითი პერსონალური მონაცემები, მაგალითად სქესი, კომპანია, დაბადების თარიღი, სასტუმროში განთავსების შესახებ ინფორმაცია და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად კავშირი ავიაკომპანიების ე.წ loyalty პროგრამებთან და ა.შ.
როგორც Marriott-ის განცხადებაში წერია, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. კომპანია აცხადებს, რომ არ აქვთ მიზეზი იმისა, იფიქრონ, რომ ინციდენტის შედეგად ხელმისაწვდომი გახდა პაროლები, ან საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაცია, ასევე პირადობის მოწმობებისა და მართვის მოწმობების ნომრების შესახებ ინფორმაცია.