მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალი 537 მილიონი ლარით შემცირდა

მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალი 537 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 537 მლნ ლარით შემცირდა და 14.5 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალის შემცირება ლარის გამყარებამ განაპირობა. მარტში დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 25 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 570 მლნ ლარით შემცირდა. მარტში საშინაო სახელმწიფო ვალი 33 მლნ ლარით გაიზარდა.

31 მარტის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 11 202 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 292 მლნ ლარია.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *