მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 53 მილიონი დოლარით გაიზარდა

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 53 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წლის მარტში, წინა თვესთან, თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 53 მილიონი დოლარით (2.1%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 390 მილიონი დოლარით (17.3%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის მარტის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 248 მილიონი დოლარით (8.6%-ით) არის შემცირებული.

2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.8 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 790 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *