მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 5.6 მილიონი დოლარით შემცირდა

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 5.6 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის მარტში წინა თვესთან, თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 5.6 მილიონი დოლარით (0.2%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 169 მილიონი დოლარით (6.4%-ით) არის გაზრდილი.

2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.3 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 475 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 მარტს არსებული რეზერვების მოცულობა 79 მილიონი აშშ დოლარით (2.7%-ით) ჩამორჩება.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *