მასკმა მილიარდერების რეიტინგში ბილ გეითსს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა - Bloomberg

მასკმა მილიარდერების რეიტინგში ბილ გეითსს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა - Bloomberg

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მილიარდერების რეიტინგში ბილ გეითს გადაუსწრო და მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

49 წლის მასკის ქონება ახლა უკვე $127.9 მილიარდია, მაშინ როდესაც ბილ გეითსის ქონება $127.7 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა წელს თავის ქონებას $100.3 მილიარდი შემატა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით.

წლის დასაწყისში, იანვრის თვეში ის მილიარდერთა რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონების რეკორდული ზრდა Tesla-ს წარმატებამ განაპირობა, რომლის საბაზრო ღირებულებამ ბოლო მონაცემებით $500 მილიარდს მიაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *