McDonald's-ი 2021 წლიდან ახალი სახეობის ბურგერს McPlant-ს შესთავაზებს მომხმარებელს

McDonald's-ი 2021 წლიდან ახალი სახეობის ბურგერს McPlant-ს შესთავაზებს მომხმარებელს

სწრაფი კვების რესტორნების გიგანტმა McDonald’s-მა განაცხადა, რომ 2021 წლისთვის აპირებს მცენარეული ხორცის ალტერნატივისგან დამზადებული ბურგერების წარმოებას, რომელსაც McPlant-ი ერქმევა.

კერძოდ, ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მომხმარებლებს შესთავაზებენ მცენარეულ ბურგერს, ხორცის არომატებით.

რა არის მცენარეული ხორცი? ის დამზადებულია მცენარეული ინგრედიენტებისგან, თუმცა, ძალიან ჰგავს ხორცს ყველაფრით – გემოთი, ტექსტურით, სუნით და გარეგნობით.  Barclays Bank-ის პროგნოზით, ხორცის ალტერნატივის მოხმარებამ 2029 წლისთვის შესაძლოა, თანხაში $140 მილიარდს მიაღწიოს.

თუ ვინ მიაწოდებს McDonald’s-ს მსგავს „მცენარეული ხორცს“ ჯერ უცნობია. თუმცა, კანადაში არსებობს კომპანია Beyond Meat-ი, რომელიც სწორედ აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებს.

შეგახსენებთ, McDonald’s-ი არ არის პირველი, რომელიც ცდილობს „ხორცისგან თავისუფალ“ ბაზარზე შესვლას. სხვა სწრაფი კვების ქსელური რესტორნები, მაგალითად Burger King-ი, White Castle-ი და Dunkin-ი უკვე სთავაზობენ მსგავს პროდუქციას მომხმარებლებს.

თავად McDonald’s-ის გაყიდვების 70% კი მოდის Big Mac-ზე, McNuggets-ზე და ფრიზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.