McDonald’s-ის კვარტალურმა შემოსავლებმა ნავარაუდევს გადააჭარბა

McDonald’s-ის კვარტალურმა შემოსავლებმა ნავარაუდევს გადააჭარბა

McDonald’s-მა კვარტალური შემოსავლების შესახებ მონაცემები გამოქვეყნა. როგორც რიცხვებიდან ირკვევა, რესტორნების მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. შედეგად კომპანიის აქციები 3.6%-ით გაიზარდა.

აშშ-ში ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ კომპანიის შემოსავლები $5.3 მილიარდი იქნებოდა, თუმცა, შემოსავლებმა ამ მაჩვენებელს გადააჭარბა და $5.42 მილიარდი შეადგინა.

სწრაფი კვების გიგანტმა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში $1.76 მილიარდი სუფთა მოგება მიიღო, რაც წინა წლის შედეგებზე მაღალი მაჩვენებელია ($1.61 მილიარდი).

ბოლო კვარტალში, კომპანიის გლობალური გაყიდვები 2.2%-ით შემცირდა საერთაშორისო ბაზრის შედარებით ნელი აღდგომის გამო. თუმცა, ამერიკაში სიტუაცია შედარებით უკეთესია. McDonald’s-ი გაყიდვების აღდგენით კონკურენტ Burger King-ს ჯობნის.

ამერიკული კომპანიის მტკიცებით, ის მზადაა პანდემიისგან გამოწვეული ახალი შეზღუდვების გადასატანადაც, რაც ბოლო კვირების განმავლობაში არაერთ ქვეყანაში უკვე დაწესდა, მათ შორის კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ.

მიუხედავად მსოფლიო ბაზრებზე არსებული სირთულეებისა, McDonald’s-ი გეგმავს გააგრძელოს ინვესტიციების განხორციელება და მაგალითად, განაახლოს 900 რესტორანი. ამას გარდა კომპანია აპირებს დაახლოებით 950 ახალი რესტორნის გახსნასაც. მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ჩინეთში კი წელს 400 ახალ რესტორანს გახსნიან.