მესამე კვარტალში 489 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

მესამე კვარტალში 489 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 489 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 33 %-ით ნაკლებია 2014 წლის მესამე კვარტალის მონაცემზე. ხოლო, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი), გასული წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, ინვესტიციების კლება 17%-ია (213 მლნ დოლარი).

ყველაზე მეტი ინვესტიცია (170 მლნ დოლარი) აზერბაიჯანიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები (55 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე თურქეთი (43 მლნ დოლარი).