ბრაუზერ Internet Explorer-ის ერა დასასრულს მუახლოვდა და ის არსებობას წყვეტს, – განცხადებას კომპანია Microsoft-ი ავრცელებს.
როგორც კომპანია აღნიშნავს, ყველაზე პოპულარული ვებ-ბრაუზერი, რომელიც, როგორც წესი, წინასწარ იყო დაინსტალირებული Windows-ის ყველა ოპერაციულ მოწყობილობაში, Chromium based Edge ბრაუზერით შეიცვლება.
ახალ ბრაუზერი Chromium based Edge ხელმისაწვდომი შემოდგომიდან გახდება.
უკანასკნელი ვერსია Internet Explorer-ი 11, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა დეველოპერებმა პროექტზე მუშაობა შეწყვიტეს.
მომავალ წლამდე 300-ზე მეტი აპლიკაცია, რომელიც აქამდე Internet Explorer-ზე იყო მიბმული, გაუქმდება ან ახალ ბრაუზერებზე გადაეწყობა. Internet Explorer-ი არსებობას 2021 წლიდან შეწყვეტს.