მილიარდერები სამეფო ოჯახებიდან

მილიარდერები სამეფო ოჯახებიდან

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში მუდმივად ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. Bloomberg Billionaires Index-ში სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ მეორეა, რომლის ქონებაც $4,4 მლრდ-ს შეადგენს. პრინცმა ქონება მისი ოჯახის კუთვნილი ბანკის LGT Group-ის წყალობით დააგროვა. მხოლოდ მიმდინარე წელს კი მისი ქონება $1,7 მილიარდით გაიზარდა.

სამეფო ოჯახის უმდიდრეს წარმომადგენლად ითვლება ჰიუ რიჩარდ ლუის გროსვენორი. ვესტმინსტერის ჰერცოგის ქონება $12,9 მილიარდადაა შეფასებული. ჰერცოგის ოჯახი ლონდონსა და მის შემოგარენში მიწებს 1677 წლიდან ფლობს. 26 წლის ჰერცოგი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

გრაფი ჩარლზ კადოგანი ევროპის სამეფო ოჯახის უმდიდრეს წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია. მისი ქონება $7,5 მილიარდს შეადგენს. გრაფის ოჯახი ლონდონის ელიტურ უბნებში მიწებს 1753 წლიდან ფლობს. $380 მილიონს ფლობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II. სამეფო ოჯახი გაცილებით მეტ ქონებას ფლობს, თუმცა უშუალოდ დედოფლის მფლობელობაში მხოლოდ $380 მილიონის აქტივებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *