"მილიონერი" გადამხდელები საქართველოში

"მილიონერი" გადამხდელები საქართველოში

საქართველოში მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 2 კომპანიას აქვს, მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კი 7000-ზე მეტ კომპანიას უფიქსირდება. ბიუჯეტში გადასახადების სახით მილიონ ლარზე მეტი 1000-ზე მეტ კომპანიას შეაქვს.  

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წელს ბიუჯეტში გადახდილი ქონდათ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის გადასახადები შეადგენს 1104 გადამხდელს, ხოლო 2017 წელს მათი რაოდენობა 1190-მდე გაიზარდა.  

იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური და მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით უფიქსირდებათ 1 მილიონ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 7180 გადამხდელს.  

1 მილიარდ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი მიღებული აქვს 2 გადამხდელს.  

გადამხდელების ვინაობა კონფიდენციალურია და მას შემოსავლების სამსახური არ ასაჯაროვებს. თუმცა ცნობილია, რომ მაგალითად BGEO ჯგუფის (ამჟამინდელი Georgian Capital და BOG) შემოსავლები გასულ წელს მილიარდს გადასცდა და  1.1 მილიარდი შეადგინა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.