Samsung, Apple თუ Huawei?
საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 143%-ს შეადგენს. კერძოდ, ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის ბოლოს (IV კვარტალში) 5.3 მლნ აბონენტი შეადგინა.
რაც შეეხება მობილური აპარატების ბრენდებს, ამ მხრივ ყველაზე დიდი წილი საქართველოში Samsung-ს უკავია, მას მოსდევს Microsoft/Nokia და Apple.