ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა კომპანიაში $1.74 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
ცნობისთვის, კომპანიის აქციები 10%-ით გაიზარდა გასულ კვირას მას შემდეგ, რაც მისმა შექმნილმა ვაქცინამ თითქმის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
როგორც ფინანსური დოკუმენტებიდან ირკვევა, ბანსელმა პირდაპირ მფლობელობაში არსებული 9 000 და არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული 10 000 აქცია გაყიდა. მისი ქონება ახლა დაახლოებით $3 მილიარდს უდრის.
შეგახსენებთ, Moderna მეორე მთავარი ფარმაცევტული კომპანიაა Pfizer-ის შემდეგ, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა და მისი ეფექტურობის შესახებ გამოაცხადა. გუშინ ვაქცინაზე მომუშავე კიდევ ერთმა კომპანიამ განაცხადა შედეგების შესახებ. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ვაქცინის შესახებ პოზიტიურმა ცნობებმა, აღნიშნული კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.