მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები, 2000-2022 წლები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები, 2000-2022 წლები

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის ძლიერი ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. ბუღალტერიაში ბრენდის ღირებულება ზოგჯერ წარმოდგენილია როგორც არამატერიალური აქტივი, რომელსაც ფინანსურ ბალანსზე „გუდვილს“ უწოდებენ.

კომპანიასთან ასოცირებული ბრენდის სიძლიერე, მათ შორის ბრენდის ცნობადობა, ლოიალობა, მომხმარებელთა ბაზა და რეპუტაცია, ხშირად კომპანიას უფრო ღირებულს ხდის, ვიდრე ისეთი მატერიალური აქტივები, როგორიცაა შენობები, პროდუქციის მარაგი და ა.შ. Interbrand-მა 2000-2022 წლების ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები გამოავლინა, რისთვისაც ბრენდის სიძლიერის თანამიმდევრული ფორმულა გამოიყენა. ფორმულა ეფუძნება კომპანიის ფინანსურ პროგნოზს, ბრენდის როლსა და მის სიძლიერეს.

2000-იანი წლების დასაწყისში ინტერნეტი როგორც ბაზრების, ასევე მომხმარებლის აღქმის თვალსაზრისით პრიორიტეტი იყო. აქედან გამომდინარე, იმ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ნახევარი ტექნიკურ ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე მოდიოდა, მათ შორის იყო Microsoft-ი, IBM-ი, და Nokia. მათ გარდა კი რეიტინგებში შევხვდებოდით მათ სფეროში წარმატებულ ისეთ კლასიკურ ამერიკულ ბრენდებს, როგორიცაა Coca-Cola, General Electric-ი, Ford-ი და McDonald’s-ი.

თუმცა, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, 2000-იანი წლების რეიტინგში შემავალი კომპანიების დიდი ნაწილი ახალი და მზარდი ბრენდებით შეიცვალა. 2022 წლისთვის 2000 წლის ტოპ-10 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდიდან წამყვანი პოზიციები მხოლოდ სამმა მათგანმა შეინარჩუნა.

საინტერესოა, რომ Apple-ის ბრენდი, რომელიც ამ ეტაპისთვის $482 მილიარდადაა შეფასებული და რეიტინგის პირველ ადგილსაც იკავებს, 2000 წლის ტოპ-ათეულში ვერც კი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 22 წელიწადში რეიტინგში წარმოდგენილი თითოეული ბრენდის ღირებულება გაზრდილია, თუმცა არის გამონაკლისი, Coca-Cola-ს სახით, რომლის ბრენდის ღირებულებაც 2000 წელთან შედარებით $15 მილიარდითაა შემცირებული.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები, 2000 წელი:

  1. Coca-Cola – $72.5 მილიარდი; სასმელები
  2. Microsoft – $70.2 მილიარდი; ტექნოლოგიები
  3. IBM – $53.2 მილიარდი; ტექნოლოგიები
  4. Intel – $39.1 მილიარდი; ტექნოლოგიები
  5. Nokia – $38.5 მილიარდი; ტექნოლოგიები
  6. General Electric – $38.1 მილიარდი; ენერგეტიკა
  7. Ford – $36.4 მილიარდი; ავტომობილები
  8. Disney – $33.6 მილიარდი; მედია
  9. McDonald’s – $27.9 მილიარდი; რესტორნები
  10. AT&T – $25.6 მილიარდი; ტელეკომუნიკაციები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები, 2022 წელი:

  1. Apple – $482.2 მილიარდი; ტექნოლოგიები
  2. Microsoft – $278.3 მილიარდი; ტექნოლოგიები
  3. Amazon – $274.8 მილიარდი; სამომხმარებლო
  4. Google – $251.8 მილიარდი; ტექნოლოგიები
  5. Samsung – $87.7 მილიარდი; ტექნოლოგიები
  6. Toyota – $59.8 მილიარდი; ავტომობილები
  7. Coca-Cola – $57.5 მილიარდი; სასმელები
  8. Mercedes-Benz – $56.1 მილიარდი; ავტომობილები
  9. Disney – $50.3 მილიარდი; მედია
  10. Nike – $50.3 მილიარდი; სამომხმარებლო
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *