Morgan Stanley-მ ელონ მასკის SpaceX-ისთან დაკავშირებით გრძელვადიანი ხედვა განაახლა. როგორც ამერიკული ფინანსური ინსტიტუტი აცხადებს, მასკის კომპანიის ღირებულება გაიზრდება, თუ ის ამბიციურ ინტერნეტ სატელიტის Starlink-ის ბოლომდე აამუშავებს.
კერძოდ, Morgan Stanley-ში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში SpaceX-ის საბაზრო ღირებულებამ, შესაძლოა, $175 მილიარდს მიაღწიოს, რაც ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შედეგად მოხდება.
ამჟამად SpaceX-ის ღირებულება დაახლოებით $36 მილიარდია. Morgan Stanley ფიქრობს, რომ მისი საბაზრო ფასი $50 მილიარდამდე გაიზრდება პირველ ეტაპზე დიდი ალბათობით, მაგრამ თუ მასკის კომპანიას რამდენიმე არსებული პროექტი ჩაუვარდება, მისი ღირებულება ფინანსური ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა ასევე დაეცეს და $200 მილიონამდეც კი ჩამოვიდეს.
SpaceX-ი 2002 წელს დააარსა ელონ მასკმა, კომპანიის მიზანია კოსმოსური ფრენების გაიაფება, რაც კაცობრიობას მარსის კოლონიზაციის საშუალებას მისცემს. კოსმოსური მოგზაურობის ფასის მკვეთრი შემცირება ძირითადად რაკეტების მრავალჯერადი გამოყენების შედეგად უნდა გახდეს შესაძლებელი.