NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით ნაკლებია NDI-ის 2018 წლის მარტის გამოკითხვასთან შედარებით, როდესაც ოპტიმისტურად განწყობილი მოსახლეობის 57% იყო.
რესპოდენტთა 33% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 37% კი პირიქით ფიქრობს. 25%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არაფერი იცვლება.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა, 44% კი ამ მოსაზრების წინააღმდეგია.
გამოკითხულთა 69%-ისთვის საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა. საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე მოსახლეობისთვის კი ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა, კრიმინალი, ინფლაცია, პოლიტიკური არასტაბილურობა, მედიკამენტებზე მაღალი ფასები, რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ ქმედებები და განათლების დაბალი ხარისხი წარმოადგენს.