შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ მშვიდობის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. ჯილდო ადამიანთა უფლებადამცველს, ბელარუს ალეს ბიალიაცკის, ასევე აღნიშნული კუთხით მომუშავე რუსულ ორგანიზაცია Memorial-ს და უკრაინულ ორგანიზაცია Center for Civil Liberties-ს გადაეცა.
როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მშვიდობის დარგში 2022 წლის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთ ქვეყნებში. აქვე აღნიშნულია, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში არ უშინდებოდნენ ძალაუფლების კრიტიკას და ხელს უწყობდნენ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. განსაკუთრებით ხაზგასმულია მათი ძალისხმევა ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დოკუმენტირებაში.
შეგახსენებთ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 103 ჯილდოა გაცემული, აქედან 27 სხვადასხვა ორგანიზაციამ დაიმსახურა.