Economist Intelligence Unit-ი (EIU) მთელს მსოფლიოში ქალაქებს ყოველწლიურად აფასებს და საცხოვრებლად საუკეთესო ადგილების სიას გვთავაზობს. 2024 წლის რეიტინგის შესადგენად EIU-მ 173 ქალაქი 30 ინდიკატორის გამოყენებით გამოიკვლია, რომლებიც რამდენიმე კატეგორიად იყოფა, მათ შორისაა სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა, გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა. რამდენად კომფორტულია ამა თუ იმ ქალაქში ცხოვრება, ამის შესაფასებლად 100-ბალიანი სკალაა გამოყენებული.
ზედიზედ მესამე წელია, რეიტინგში პირველობას არ თმობს ავსტრიის დედაქალაქი ვენა, რომელიც კულტურული სიმდიდრითა და აუცილებელი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობითაა ცნობილი.
მთლიანობაში, დასავლეთ ევროპა მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო რეგიონია, ტოპ 20-ში რვა ქალაქით. რეიტინგში მეორე ადგილზე, ასევე ზედიზედ მესამე წელია, კოპენჰაგენია, დანიის დედაქალაქი. მესამე ადგილზე გადაინაცვლა ციურიხმა (შვეიცარია), რომელმაც პოზიცია მელბურნს (ავსტრალია) დაათმობინა.
განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების წყალობით, წლევანდელ ანგარიშში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, თუმცა ეს მიღწევები გარკვეულწილად კომპენსირდება ქულების შემცირებით გეოპოლიტიკური რისკების გამო.
მსოფლიოს 20 საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად – 2024 წლის რეიტინგი
1. ვენა, ავსტრია
2. კოპენჰაგენი, დანია
3. ციურიხი, შვეიცარია
4. მელბურნი, ავსტრალია
5. კალგარი, კანადა
5. ჟენევა, შვეიცარია
7. სიდნეი, ავსტრალია
7. ვანკუვერი, კანადა
9. ოსაკა, იაპონია
9. ოკლენდი, ახალი ზელანდია
11. ადელაიდა, ავსტრალია
12. ტორონტო, კანადა
13. ჰელსინკი, ფინეთი
14. ტოკიო, იაპონია
15. პერტი, ავსტრალია
16. ბრისბენი, ავსტრალია
17. ფრანკფურტი, გერმანია
17. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
19. ამსტერდამი, ნიდერლანდები
20. ველინგტონი, ახალი ზელანდია
(რეიტინგში ერთნაირი ქულების გამო ადგილებს იყოფს: კალგარი და ჟენევა, სიდნეი და ვანკუვერი, ოსაკა და ოკლენდი, ფრანკფურტი და ლუქსემბურგი).