მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდები 2025 წელს

მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდები 2025 წელს

Brand Finance-მა მსოფლიოს 500 ყველაზე ღირებული ბრენდის 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შესადგენად სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინეს, მათ შორის, თუ რა ხარისხით გამოიმუშავებდა ბრენდი მოგებას თითოეული კომპანიისთვის, მათი შვილობილი კომპანიების ჩათვლით. ბრენდი მისი სიძლიერის, კაპიტალსა და ინვესტიციების მიხედვით შეფასდა. მთლიანობაში, ანალიზის ფარგლებში, გლობალურად 175,000 გამოკითხვის პასუხი შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ Brand Finance Global 500 2025-ში, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კონგლომერატები ათი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდიდან რვას წარმოადგენენ. ეს მოულოდნელი არც არის, ვინაიდან ისინი ათეულში უკვე ათწლეულებია, რაც დომინირებენ.

ამასთან, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა რეიტინგში პირველი ათი ადგილიდან შვიდი დაიკავეს, რაც დიდწილად იმით არის გამოწვეული, რომ ამ ბრენდებს ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად ვხვდებით. ტრილიონ დოლარიანი საბაზრო კაპიტალის მქონე კომპანიების ბრენდები დომინაციას ცნობადობითა და სიძლიერით აღწევენ, თუმცა ბოლო პერიოდში ჩინური ბრენდებისგან, როგორიცაა TikTok-ი (მე-7 ადგილი) და Temu, კონკურენცია იზრდება.

2024 წელს iPhone-ის გაყიდვების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი რეიტინგში დომინირებას აგრძელებს. მისი ბრენდის ღირებულებას წლის განმავლობაში 57.9 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა. აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში გასულ წელს მინიჭებული ადგილი სულ ექვსმა ბრენდმა შეინარჩუნა.

რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა Nvidia-მ, რომელიც ტოპ-10 ბრენდში წელს პირველად შევიდა. ის გასული წლის სიაში 30-ე ადგილს იკავებდა, წელს კი მე-9 პოზიციაზეა წარმოდგენილი. რეიტინგში Nvidia-ს წინსვლა დიდწილად მის AI-ჩიპებზე მოთხოვნის ზრდითა და ნახევარგამტარების ინდუსტრიაში მისი მნიშვნელოვანი როლით არის განპირობებული. კომპანიის ბრენდის ღირებულება გასული წლის განმავლობაში 98%-ით გაიზარდა. ამ შედეგით ის ტოპ-10-ში პირველ ადგილზეა.

ბრენდის ღირებულების ზრდის მიხედვით, რეიტინგის პირველი ათეულიდან, მეორე საუკეთესო შედეგი Walmart-ს ეკუთვნის. მისი ბრენდის ღირებულება გასული წლის განმავლობაში 42%-ით გაიზარდა და $137.2 მილიარდი შეადგინა. მესამე საუკეთესო მაჩვენებელი კი, 35%-იანი ზრდით, Microsoft-მა დააფიქსირა. მისი ბრენდის ღირებულება 2025 წლის რეიტინგში $461.1 მილიარდად არის შეფასებული.

მსოფლიოს 10 ყველაზე ღირებული ბრენდი 2025 წელს: 

პოზიცია
(2025)
სახელწოდებაქვეყანაბრენდის ღირებულებაწლიური ცვლილება
1Apple🇺🇸 აშშ$574.5 მილიარდი11%
2Microsoft🇺🇸 აშშ$461.1 მილიარდი35%
3Google🇺🇸 აშშ$413.0 მილიარდი24%
4Amazon🇺🇸 აშშ$356.4 მილიარდი15%
5Walmart🇺🇸 აშშ$137.2 მილიარდი42%
6Samsung Group🇰🇷 სამხრეთი კორეა$110.6 მილიარდი11%
7TikTok/Douyin🇨🇳 ჩინეთი$105.8 მილიარდი26%
8Facebook🇺🇸 აშშ$91.5 მილიარდი21%
9NVIDIA🇺🇸 აშშ$87.9 მილიარდი98%
10State Grid Corporation
of China
🇨🇳 ჩინეთი$85.6 მილიარდი20%