მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები

ამერიკის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელების საშუალო წლიური ანაზღაურება $18.6 მილიონია – ასეთია Equilar/New York Times-ის კვლევის შედეგები. იმ მენეჯერების რაოდენობა კი. რომლებიც წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტ ანაზღაურებას იღებენ გასულ წელს ორიდან ხუთამდე გაიზარდა. კვლევაში იმ ამერიკული კომპანიების აღმასრულებლების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელთა წლიური შემოსავალი მილიარდ დოლარს აღემატება. როგორც აღმოჩნდა მსგავსი კომპანიების CEO-ების საშუალო წლიური ანაზღაურება 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა. საშუალო ანაზღაურების დასადგენად, დათვლილია როგორც მიღებული შემოსავალი, ასევე ბონუსები და აქციების ფლობით მიღებული შემოსავალი.

ელონ მასკი – Tesla

ანაზღაურება 2018 წელს – $2.2 მლრდ

უკვე წლებია Tesla-ს დამფუძნებელმა ანაზღაურების მიღებაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ სიაში მისი სახელი პირველია მასკი თანხას არ ანაღდებს და როგორც თავად ამბობს ის კვლავ Tesla-ს საბანკო ანგარიშზე რჩება. კომპანიის აქციების ფასი 2018 წელს 6.8%-ით გაიზარდა.

დევიდ ზასლავი – Discovery Inc.

ანაზღაურება 2018 წელს – $129.4 მლნ

მას შემდეგ რაც კომპანიაში ზასლავის ხელშეკრულება 2023 წლამდე გახანგრძლივდა, მისი ანაზღაურებაც თითქმის გაორმაგდა. მან 9 მილიონი დოლარი ბონუსის სახით მიიღო, 3 მილიონი ოფიციალური ხელფასის სახით, ხოლო დანარჩენი თანხა კი მას აქციების ფლობამ მოუტანა. Discovery -ის აქციების ფასი გასულ წელს 10%-ზე მეტად გაიზარდა.

ნიკეშ არორა – Palo Alto Networks Inc. (PANW)

ანაზღაურება 2018 წელს – $125 მილიონი

არორა კიბერუსაფრთხოების კომპანიის PANWი-ს CEO-დ გასული წლის მესამე კვარტალში დაინიშნა. მან ხელფასის და ბონუსის სახით 2 მილიონი დოლარი მიიღო, დანარჩენი თანხა კი მას აქციებმა მოუტანა.

მარკ ჰარდი – ORACLE

ანაზღაურება 2019 წელს – $108.2 მლნ

ჰარდის მიერ გასულ წელს მიღებული ხელფასი და ბონუსი 4 მილიონ დოლარს აღემატებოდა, დანარჩენი თანხა კი მას აქციების ფლობით ერგო. აქვე აღსანიშნავია, რომ ORACLE-ს 4 ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებლის შემოსავალმა 2018 წელს 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის აქციების ფასი კი გასულ წელ 2.5%-ით შემცირდა.

საფრა კარცი – Oracle

ანაზღაურება 2018 წელს – $108.2 მლნ

კარცის წლიური გამომუშავება ჰარდის ტოლი იყო. თუმცა ის ასევე The Walt Disney Company-ის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. ჯამში 2018 წელს მისი შემოსავალი 165%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *