კლიმატის ცვლილების ფონზე, ყოველწლიურად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც წარმოების პროცესში მაქსიმალურად ცდილობენ ემისიების შემცირებას შედარებით „სუფთა“ და მდგრადი მეთოდებისა თუ მასალების გამოყენებით.
Corporate Knights-მა 2023 წლის ყველაზე „მწვანე“ კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ია, მეორე ადგილს კი Google-ი იკავებს.
რეიტინგის შედგენის პროცესში ანალიტიკოსებმა არაერთი ინდიკატორი გაითვალისწინეს, მათ შორისაა: კომპანიების ძალისხმევა, საბაზრო კაპიტალიზაცია, წარმოების პროცესში გამოყენებული პროდუქციის ხარისხი, გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მცდელობა და მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჭვირვალობა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგი მსოფლიოს 200 ყველაზე მსხვილ კომპანიას მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწეობენ. საერთო ჯამში, ყველაზე მაღალი შედეგები ამერიკულ ტექნოლოგიურ, საფინანსო და IT კომპანიებს აქვთ.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე „მწვანე“ კომპანიების რეიტინგს:
1. Apple | აშშ
2. Google | აშშ
3. Deutsche Telekom | გერმანია
4. Verizon | აშშ
5. Tesla | აშშ
6. Agricultural Bank | ჩინეთი
7. TSMC | ტაივანი
8. Iberdrola | ესპანეთი
9. HP | აშშ
10. Contemporary Amperex | ჩინეთი