მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები 2024 წლისთვის

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები 2024 წლისთვის

The World’s 50 Best Beaches-მა, Banana Boat-თან თანამშრომლობით, „მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის ანგარიშით, Trunk Bay, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, კერძოდ კი, სენტ-ჯონზე მდებარეობს, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ დასახელდა.

World’s 50 Best Beaches-ი საუკეთესო სანაპიროს გამოსავლენად, ათასობით მოგზაურს შორის გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებს. კვლევის ფარგლებში რესპონდენტები მათ საყვარელ სანაპიროს ასახელებენ, ხოლო შედგენილ კითხვარში რამდენიმე ფაქტორზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორისაა: ლანდშაფტის უნიკალურობა, ცურვისთვის საკმარისად წყნარი დინება, იდილიური პლაჟების სიხალვათე  და ა.შ.

World’s 50 Best Beaches-ის გარდა, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების გამოსავლენად კვლევას სხვა ორგანიზაციებიც ატარებენ. მაგალითისთვის, TripAdvisor-ის ანგარიშმა, ამ წლის დასაწყისში, საუკეთესოდ პორტუგალიის Praia da Falésia დაასახელა. ევროპის ყველაზე ლამაზ სანაპიროდ კი, European Best Destinations-ის მიხედვით, მალტის Ghajn Tuffieha Bay Beach-ი შეირჩა.

World’s 50 Best Beaches-ის ანგარიშის მიხედვით, Trunk Bay, კარიბის ზღვის აუზის სამოთხე, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო დასახელდა. პლაჟი დაცული ტერიტორიაა, იდეალური ადგილი დასასვენებლად, თუნდაც მცირე პერიოდით ქალაქიდან გასაქცევად, მდიდარი ფლორითა და ადგილობრივი ველური ბუნებით. ყურეს სახელწოდება ტყავიანი კუს პატივსაცემად შეურჩიეს, რომელსაც ადგილობრივები trunks-ს ეძახიან.

კარიბის ზღვის კუნძულებზე სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. Trunk Bay ყველაზე მეტად ხალხმრავალი სწორედ ამ პერიოდშია. ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების ორმოცდაათეულში, Trunk Bay-ის გარდა მოხვდა Henderson Beach-ი (ფლორიდა), Lanikai Beach-ი (ჰავაი) და Kapalua Bay (ჰავაი).

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ათეულში აშშ-იდან მხოლოდ Trunk Bay მოხვდა, დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. Trunk Bay, ვირჯინიის კუნძულები, აშშ
  2. Cala Mariolu, იტალია
  3. Meads Bay, ანგილია, დიდი ბრიტანეთი
  4. Entalula Beach, ფილიპინები
  5. Voutoumi Beach, საბერძნეთი
  6. Turquoise Bay, ავსტრალია
  7. Pink Beach, ინდონეზია
  8. Anse Georgette, სეიშელი
  9. Green Lagoon, საფრანგეთის პოლინეზია
  10. Horse Shoe Island, მიანმარი