მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების 2022 წლის რეიტინგში, რომელზეც Forbes-მა იმუშავა, წელსაც ამერიკული Comcast-ი ლიდერობს, რასაც უმეტესწილად კომპანიის სტაბილური საკაბელო და სარეკლამო შემოსავლები განაპირობებს. ამასთანავე, იზრდება Comcast-ის სტრიმინგ-სერვისიც – Peacock-ს უკვე 13 მილიონი ფასიანი გამომწერი და 28 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგის პირველ და მესამე ადგილას მყოფ კომპანიებს შორის საინტერესო გარიგება შედგა – Comcast-ი და Charter Communications-ი Xfinity Flex-ის აპარატული უზრუნველყოფის ერთობლივ გამოყენებაზე შეთანხმდნენ – ამრიგად, ამიერიდან ის ორთავე კომპანიის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარიგების თანახმად, Comcast-ი ტექნოლოგიას გამოსცემს, ხოლო Charter-ი მის განვითარებაში $900 მილიონს დააბანდებს, რამდენიმე წლის განმავლობაში.

ყოველწლიურ რეიტინგში მეორე ადგილი Disney-მ დაიკავა – წლიდან წლამდე ამერიკული მედიაგიგანტი სამი ადგილით დაწინაურდა. მოსალოდნელია, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში Disney საკუთარ სტრიმინგ-ბიზნესს საგრძნობლად გააფართოებს და Disney Plus-ის, Hulu-ს, ESPN Plus-ისა და Star Plus-ის მომხმარებლებს ახალ ორიგინალ კონტენტს შესთავაზებს – ამისთვის, კონტენტის ბიუჯეტს კომპანია $7 მილიარდით, $32 მილიარდამდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ორჯერ აღემატება Disney Plus-ის პირდაპირი კონკურენტის, Netflix-ის გასული წლის ბიუჯეტს.

მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგის მეოთხე ადგილი სტრიმინგ-ბიზნესის გიგანტ Netflix-ს ერგო – ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგების ფონზე, გლობალური კომპანიების ზოგად რეიტინგში Netflix-ი 21 ადგილით ჩამოქვეითდა და 240-ე ადგილი დაიკავა. ამგვარი უკუსვლა უმეტესწილად კომპანიის მიერ მომხმარებლების დაკარგვით აიხსნება – 2022 წლის პირველ კვარტალში Netflix-მა 200 ათასი მომხმარებელი დაკარგა და წლის განმავლობაში დამატებით ორი მილიონის დაკარგვას ვარაუდობს.

პლანეტის უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგის ოთხეულს მიღმა აღმოჩნდნენ Paramount-ი, სამხრეთაფრიკული Napsers-ი, Dish Network-ი და Warner Bros. Discovery-ი. საინტერესოა, რომ წელს რეიტინგში ევროპული კომპანიების წილი გაიზარდა – გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულმა Liberty Global-მა მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო ფრანგულმა Publicis Groupe-მა – მეათე.

მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგის პირველ ოცეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.

Comcast Corporation

ადგილი: 1-ლი
საბაზრო ღირებულება: $205.7 მილიარდი
შემოსავალი: $116.4 მილიარდი
მოგება: $14.2 მილიარდი
აქტივები: $275.9 მილიარდი

Walt Disney Company

ადგილი: მე-2
საბაზრო ღირებულება: $215.3 მილიარდი
შემოსავალი: $72.9 მილიარდი
მოგება: $3.1 მილიარდი
აქტივები: $203.3 მილიარდი

Charter Communications

ადგილი: მე-3
საბაზრო ღირებულება: $97.9 მილიარდი
შემოსავალი: $51.7 მილიარდი
მოგება: $4.6 მილიარდი
აქტივები: $143.4 მილიარდი

Netflix, Inc.

ადგილი: მე-4
საბაზრო ღირებულება: $95.7 მილიარდი
შემოსავალი: $30.4 მილიარდი
მოგება: $5 მილიარდი
აქტივები: $45.3 მილიარდი

Paramount

ადგილი: მე-5
საბაზრო ღირებულება: $20.1 მილიარდი
შემოსავალი: $28.6 მილიარდი
მოგება: $4.5 მილიარდი
აქტივები: $58.6 მილიარდი

Naspers Limited

ადგილი: მე-6
საბაზრო ღირებულება: $40.3 მილიარდი
შემოსავალი: $7 მილიარდი
მოგება: $13.9 მილიარდი
აქტივები: $70.8 მილიარდი

DISH Network Corporation

ადგილი: მე-7
საბაზრო ღირებულება: $16.2 მილიარდი
შემოსავალი: $17.9 მილიარდი
მოგება: $2.4 მილიარდი
აქტივები: $48.5 მილიარდი

Liberty Global Plc

ადგილი: მე-8
საბაზრო ღირებულება: $12.6 მილიარდი
შემოსავალი: $10.5 მილიარდი
მოგება: $13.4 მილიარდი
აქტივები: $46.9 მილიარდი

Warner Bros. Discovery

ადგილი: მე-9
საბაზრო ღირებულება: $49.9 მილიარდი
შემოსავალი: $12.2 მილიარდი
მოგება: $1 მილიარდი
აქტივები: $34.4 მილიარდი

Publicis Groupe SA

ადგილი: მე-10
საბაზრო ღირებულება: $15.8 მილიარდი
შემოსავალი: $13.9 მილიარდი
მოგება: $1.2 მილიარდი
აქტივები: $37.4 მილიარდი

Fox

ადგილი: მე-11
საბაზრო ღირებულება: $21.5 მილიარდი
შემოსავალი: $13.6 მილიარდი
მოგება: $1.4 მილიარდი
აქტივები: $22.9 მილიარდი

WPP Plc

ადგილი: მე-12
საბაზრო ღირებულება: $14.8 მილიარდი
შემოსავალი: $17.6 მილიარდი
მოგება: $877 მილიონი
აქტივები: $38 მილიარდი

Omnicom Group Inc.

ადგილი: მე-13
საბაზრო ღირებულება: $16.4 მილიარდი
შემოსავალი: $14.3 მილიარდი
მოგება: $1.3 მილიარდი
აქტივები: $26.2 მილიარდი

Dentsu Inc.

ადგილი: მე-14
საბაზრო ღირებულება: $10.4 მილიარდი
შემოსავალი: $9.8 მილიარდი
მოგება: $986 მილიონი
აქტივები: $32.3 მილიარდი

Interpublic Group of Companies

ადგილი: მე-15
საბაზრო ღირებულება: $13.8 მილიარდი
შემოსავალი: $10.2 მილიარდი
მოგება: $953 მილიონი
აქტივები: $19.9 მილიარდი

Liberty Media Corporation

ადგილი: მე-16
საბაზრო ღირებულება: $14.2 მილიარდი
შემოსავალი: $11.4 მილიარდი
მოგება: $398 მილიონი
აქტივები: $44.4 მილიარდი

Altice USA

ადგილი: მე-17
საბაზრო ღირებულება: $5.1 მილიარდი
შემოსავალი: $10.1 მილიარდი
მოგება: $990 მილიონი
აქტივები: $34 მილიარდი

Wolters Kluwer NV

ადგილი: მე-18
საბაზრო ღირებულება: $26.8 მილიარდი
შემოსავალი: $5.6 მილიარდი
მოგება: $860 მილიონი
აქტივები: $10.4 მილიარდი

RTL Group

ადგილი: მე-19
საბაზრო ღირებულება: $8.9 მილიარდი
შემოსავალი: $7.8 მილიარდი
მოგება: $1.5 მილიარდი
აქტივები: $12.2 მილიარდი

Oriental Land Co.

ადგილი: მე-20
საბაზრო ღირებულება: $57.5 მილიარდი
შემოსავალი: $2 მილიარდი
მოგება: -$242 მილიონი
აქტივები: $9.5 მილიარდი